რეზონანსი
(04.03.2024)

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი აზრით, ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, „ფორმულამ" ანტიქართული გზავნილების ტირაჟირება ვერ მოახერხა.

„აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ. თავმჯდომარეობა.

„მისტერ ოფშორის“, კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო „ფორმულამ“ მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული „მესიჯბოქსის“ ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. რომელიმე ამერიკელი კანონმდებლის აპარატის თანამშრომელთან ანდა სტაჟიორთან შეხვედრა კი, უდიდესი პატივია უხეირო ნაცაქტორების ერთი ფლანგისთვის.

როგორც ჩანს, კეზერაშვილის მოჩანჩალე ჯიბის ტელეარხზე გასართობი გადაცემების დახურვა უცხოეთში მავნებლურ ლობიზმზე თანხების კვლავ უშედეგოდ გადამისამართებასაც უკავშირდება.

ავაზაკი კეზერაშვილი მისი მწირი ინტელექტურალური დიაპაზონითა და კრიმინალური „ბაგაჟით“ რომ მაინც „ლუზერად“ დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს უდავოა. საინტერესოა, კიდევ როდემდე გააგრძელებს რევანშისტულად, სასოწარკვეთილად წყლის ნაყვას", - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე