რეზონანსი
(24.02.2024)

"უკრაინა ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე", - ასე ეხმაურება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავს.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ომში ჩართული ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში, თუმცა ეს დროის საკითხია.

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება. მაგრამ მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე... უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებით ამ დღისთვის. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის," - ამბობს სტოლტენბერგი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე