რეზონანსი
(24.02.2024)

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ჩამოიშალა ქვა-ღორღიანი მასა, რამაც გამოიწვია აღნიშნული გზის ჩაკეტვა.

დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ტვიშის თემს.

არსებული მდგომარეობა გეოლოგთა ჯგუფმა შეისწავლა. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

პარალელურ რეჟიმში დაზიანებულ უბნებზე „ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით. არსებული გზის გაწმენდითი სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში, გაგრძელდება, რათა გადაადგილება დროულად აღდგეს.

სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას, დღეს დილიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე