რეზონანსი
(24.02.2024)

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.

"25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით - ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე