რეზონანსი
(17.02.2024)

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალები მეზობლები იყვნენ. გაირკვა მეორე გარდაცვლილის ვინაობაც. იგი 44 წლის მაკა ქურდაძე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ საქმეზე კი მამაკაცი დააკავა.

გარდაცვლილი ქალები 65 წლის შურა ხურ­ცი­ძე და 44 წლის მაკა ქურ­და­ძე ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე