რეზონანსი
(17.02.2024)

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვა.

„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის თავიდან ასარიდებლად და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მივიღე გადაწყვეტილება ქალაქიდან ჩვენი ჯარების გაყვანის შესახებ. ავდეევკას მაინც დავიბრუნებთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე