რეზონანსი
(16.02.2024)

ნავალნი 15 წელი თვლიდა, რომ რუსეთის რაკეტებს грызун-ები უნდა გაენადგურებინა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი რუსი ოპოზიციონერის ალექსანდრე ნავალნის პოლიტიკურ ხედვებს და აცხადებს, რომ ის წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე იყო და მხოლოდ მას შემდეგ მოიხადა ბოდიში, რაც სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში ჩასვეს.

„სანამ სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში არ ჩასვეს - 2023 წლის აპრილამდე, აწ განსვენებული ნავალნი, არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას. 15 წელი თვლიდა, რომ რუსეთის რაკეტებს грызун-ები უნდა გაენადგურებინა, იმავე სააკაშვილის „თამადობით", რომლის გადარჩენის კამპანიაშიც ჩაერთო 2023 წელს. იმედია, მისი ოჯახი ჩალაძე/ალასანიას წყვილის მიმართ განაწყენებული არ დარჩენილა. მოკლედ, მიცვალებულზე ან კარგს იძახიანო, ან არაფერს სიმართლის გარდა. დანარჩენზე უფლის ნებაა ყველაფერი", - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე