რეზონანსი
(02.02.2024)

იმ მესიჯებით, რაც მოდის დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებიდან, კონკრეტულად ამერიკიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის გარანტირებული დამარცხება არის 2024 წლის არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. მისივე თქმით ახლაც, როგორც წინა არჩევნებზე, ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.

„რაც უფრო მეტ ბინძურ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენი ოპოზიცია, მით უფრო მეტად დაკარგავენ იმ ამომრჩევლებსაც, რომელიც რაღაც დონეზე დარჩათ. რაც შეეხება ახალ ამომრჩევლებს, გამორიცხულია, ხმებს ვეღარ დაიმატებენ, პირიქით, დააკლდებათ.

ამჯერადაც ოპოზიციის მოლოდინი, როგორც ყოველთვის, არ გამართლდა. მესმის კრიტიკა, პროგნოზი, მოლოდინი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცეს პატივი. რასაც ამ დღეებში ვკითხულობდი სოციალური ქსელით თუ ვისმენდი მათი მედია-საშუალებებით, ამით საკუთარ ღირსებას შეურაცხყოფდნენ. აქედან გამომდინარე ოპოზიცია არაერთხელ დამარცხდა თავის მოლოდინებში, უდიდესი იმედგაცრუების საარჩევნო წელი ელით. რაც ძალიან კარგად იციან, უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ და მაქსიმუმს აკეთებენ, სისხლს იდენენ, რომ როგორმე რაღაც ხმები მოიპოვონ.

„ნაციონალურ მოძრაობას" ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, დანარჩენი ოპოზიცია კი იბრძვის რომ, როგორმე ეს ბარიერი გადალახონ და მოიპოვონ საპარლამენტო მანდატები. ახლაც, როგორც წინა არჩევნებზე ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. იმისთვის თუ როგორ აატალახონ ქუჩა, როგორ დაიწყონ გამოსვლები და როგორ გამოაცხადონ არჩევნები გაყალბებულად.

იმ მესიჯებით რაც მოდის დღეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებიდან, კონკრეტულად ამერიკიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდნენ, რომ მათთვის გარანტირებული დამარცხება არის 2024 წლის არჩევნებში," - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე