რეზონანსი
(02.02.2024)

„ლელო" რეალურად გახდა „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკის გამმეორებელი, დამკოპირებელი და თან ცდილობს, რომ კიდევ უფრო რადიკალური იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციიდან ბარიერს ლახავს „ნაციონალური მოძრაობა".

„ფაქტია ის, რომ დღეის მდგომარეობით „ქართული ოცნება" ძალიან მკაფიოდ და ძლიერად იღებს ხელისუფლებას ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და იღებს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას. ოპოზიციის მხრიდან ბარიერს ლახავს „ნაციონალური მოძრაობა". დღეის მდგომარეობით, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ბარიერის გადამლახავი სხვა პარტია არ ჩანს. თუმცა არის რაღაც მცირედი შანსი, რომ წინასაარჩევნო კონტექსტი როგორ დალაგდება, მესამე ძალამაც იბრძოლოს ამისთვის. მაგრამ ეს მესამე ძალა, სამწუხაროდ, როგორც ობიექტური მოცემულობა, ღირებულებითი განსხვავებით, ოპოზიციურ ფლანგზე არ იკვეთება. „ლელო" რეალურად გახდა „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკის გამმეორებელი, დამკოპირებელი და თან ცდილობს, რომ კიდევ უფრო რადიკალური იყოს. რატომ გადაწყვიტეს ასე არ ვიცი, და თან ეს ყველაფერი არ გამოსდის, რადგან არ არის მათი ბუნებრივი მოცემულობა და ამ ყველაფერს თამაშობენ. შესამჩნევია ჩემი აზრით ეს თამაში და არაგულწრფელობა ჩვენი მოქალაქერებისთვის", - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე