რეზონანსი
(02.02.2024)

2024 წლის ბიუჯეტის კანონი უკვე ძალაშია შესული, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებითი ცვლილებები უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტის კანონში რთულია განხორციელდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი საკადრო ცვლილებებს.

დავითულიანის თქმით, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე მთავრობის მუშაობის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა და იმედი აქვს ქვეყანა მისი პრემიერობის პირობებში ეკონომიკურად უფრო გაძლიერდება.

„2024 წლის ბიუჯეტის კანონი უკვე ძალაშია შესული, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებითი ცვლილებები უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტის კანონში რთულია განხორციელდეს. მომავალმა მთავრობამ იმ ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს, რომელიც არის შემოთავაზებული. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს, მან წარმოადგინა თავისი პრიორიტეტები. ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე მთავარ მიმართულებად დაასახელა სიღარიბესთან ბრძოლა, კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის დეოკუპაცია, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით გააგრძელებს მუშაობას, რათა ყველა ის მიღწევა, რაც ამ რთულ პერიოდში ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაზარდოს. იმედი მაქვს ირაკლი კობახიძე ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტს შეძლებს", - აღნიშნა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე