რეზონანსი
(26.01.2024)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს ეხმიანება.

„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან", - აცხადებენ საპატრიარქოში.

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა გადაცემა „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე