რეზონანსი
(26.01.2024)

კეთილსინდისიერების გლობალური რეიტინგის მიხედვით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას, - ამის შესახებ X-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„საქართველომ მიაღწია ისტორიულ ნიშნულს კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, დაწინაურდა რა რეკორდულად მაღალ 29-ე ადგილზე. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, პრესის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციულ გამჭვირვალობას, ონლაინ სერვისებს, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს და ვაჭრობის ღიაობას. საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის 8 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე