რეზონანსი
(26.01.2024)

როგორც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედთან" საუბრისას განაცხადა, 29 იანვრის შეხვედრაზე მხარეები შეეცდებიან შეაჯერონ პოზიციები იმ ფორმატების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც 9 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება.

„განხილული იქნება ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია 9 პუნქტის შესრულებასთან, მათ შორის საუბარი გვექნება სამუშაო ფორმატებზეც. რაზეც შევჯერდებით, ბუნებრივია იმის მიხედვით გაგრძელდება სამუშაო პროცესი.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს თითოეული პრიორიტეტი. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის ოპოზიციაც იქნება ჩართული ამ პუნქტების შესრულებაში წინა პრაქტიკისგან განსხვავებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე