რეზონანსი
(25.01.2024)

აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა.

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს", - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა.

თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.

შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. რატიფიცირების პროცესის დასასრულებლად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე