რეზონანსი
(25.01.2024)

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა. შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე