რეზონანსი
(15.01.2024)

ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით დავოსში, ქვეყნებს შორის გამართული შეხვედრა არის საუბარი საუბრისთვის, რადგან ასეთ დისკუსიას რუსეთის გარეშე აზრი არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„არაერთხელ მიგვიცია ჩვენი შეფასება ამ პროცესზე, არსებითად, ეს არის საუბარი საუბრისთვის, ეს არის პროცესი, რომელიც არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული კონკრეტული შედეგის მიღწევაზე მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ არ ვმონაწილეობთ მასში“, - განმარტა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვის მონაწილეობის გარეშე გარკვეული დისკუსიები შესაძლებელია, მაგრამ ისინი მოკლებულია პერსპექტივას და რაიმე შედეგს.

შეგახსენებთ, გუშინ დავოსში უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციის და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე