რეზონანსი
(30.12.2023)

რასაკვირველია, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის, მე მრავალი წელია, „ქართული ოცნების" გუნდში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, - ასე უპასუხა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა კონსულტაცია.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველი დღიდანვე ვარ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე