რეზონანსი
(30.12.2023)

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, რომელზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენს გუნდს დაეხმარება კონსოლიდაციაში და იმ მნიშვნელოვანი გეგმების შესრულებაში, რისი პირობაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას. ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე მთელი საზოგადოებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის ეს გადაწყვეტილება მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების" ყრილობაზე გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე