რეზონანსი
(30.12.2023)

სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ეს მისი არჩევანი იყო".

„სხვა რა გითხრათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე