რეზონანსი
(29.12.2023)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წლის ნოემბერში, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი.

მისივე თქმით, ვაჭრობის სექტორში ძირითადი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან.

„რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, აქ ძირითადად ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. როგორც საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდანაა ცნობილი, 2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე