რეზონანსი
(28.12.2023)

როგორც სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, მე არ ვთვლი, რომ კრიტიკის ავტორებთან თავი სამართლებელი მაქვს - ვერც ერთ შემთხვევას ვერ მოიყვანთ ამ 10 თვის მანძილზე, როდესაც სახალხო დამცველს კონკრეტული უფლების დარღვევაზე პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა და ჩვენ რეაგირება არ გვქონია

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატის მიმართ კრიტიკას როგორც წესი, პოლიტიკური აქტორები, ან პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ადამიანები გამოთქვამენ.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, სახალხო დამცველი არ არის ერთი ადამიანი, არამედ ის არის ინსტიტუცია, რომელიც ყველა მიმდინარე მოვლენას სწავლობს და შეფასებას აკეთებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახალხო დამცველი თუ არ ითანამშრომლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ ინსტიტუტებთან, შეუძლებელი იქნება მისი ფუნქციის შესრულება, იმიტომ, რომ, მაშინ ერთადერთი ფუნქცია დამრჩება, ეთერ-ეთერ ვიარო და უბრალოდ ვილაპარაკო. სახალხო დამცველს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რომ ამ ქვეყანაში მოახდინოს ცალკეული ინსტიტუციების განვითარება, ჩვენ უნდა შევიტანოთ ამაში მთავარი წვლილი. ჩვენ ვახდენთ სისტემური პრობლემების მონიტორინგს, აღმოჩენას, მათზე რეაგირებას და მერე ადვოკატირებას, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნეს გაზიარებული. ეს არის სახალხო დამცველის მანდატი. ამას მე თუ არ გავაკეთებ, ამას თუ მე გვერდზე გადავდებ, ძალიან ბევრი ტელევიზია მიმიწვევს უბრალოდ ხმამაღალი განცხადებების გამო, ოღონდ არც პენიტენციურ დაწესებულებებში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც პროკურატურაში, არც განათლების სამინისტროში, არსად არაფერი შეიცვლება უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მე ვიქნები მოკლებული შესაძლებლობას, მათთან ვილაპარაკო იმ საკითხებზე, რაც იქ, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვითარებას გააუმჯობესებს.

ყველას აქვს განცდა, რომ რაც უფრო ხმამაღლა ყვირი, ეს არის შედეგის მომტანი, სინამდვილეში, რაც უფრო მეტს აკეთებ, მეტად დასაბუთებულად აყალიბებ შენს პოზიციას, მეტ მტკიცებულებას ურთავ და ამას თანმიმდევრულად, დროთა განმავლობაში ადვოკატირებ, ეს იძლევა შედეგს. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცაზე უნდა გაჩუმდე. ვერც ერთ შემთხვევას ვერ მოიყვანთ ამ 10 თვის მანძილზე, როდესაც სახალხო დამცველს კონკრეტული უფლების დარღვევაზე პოზიცია უნდა დაეფიქსირებინადა ამაზე ჩვენ რეაგირება არ გვქონია," - განაცხადა იოსელიანმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე