რეზონანსი
(28.12.2023)

პარტია „საქართველოსთვის" აქტიურად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას. როგორც პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან მართავს „ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტს მაშინ, როდესაც საქმის გარდა ყველა სხვა საკითხზე საუბარი ეკრძალება, რითაც ჩანს, რომ ის პრივილეგირებულ მდომარეობაშია.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე პირდაპირ ჩართული ჰყავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით საშუალებას აძლევენ პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, პარტიული მენეჯმენტი მართოს პირდაპირ ეთერში, პროცესის დროს, როდესაც მას ეკრძალება ყველა სხვა თემაზე საუბარი გარდა საქმესთან დაკავშირებული საკითხებისა. დღეს „ოცნებას" როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავს", - აცხადებს დაუშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე