რეზონანსი
(28.12.2023)

გორში, ვოლოგდის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ცნობით, კაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე