რეზონანსი
(28.12.2023)

 ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, სანამ „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში არაბულ ენაზე შეტყობინება გაავრცელა და ვადი ღაზას სამხრეთით, მათ შორის ალ-ბურეჯის ლტოლვილთა ბანაკში, მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ დეირ ალ-ბალაში მდებარე თავშესაფრებში. თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გადაადგილდნენ ცენტრალური ღერძის - სალაჰ ალ-დინის გზის გასწვრივ - სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში მიმდინარე ბრძოლების გამო.

„ისრაელის შეიარაღებული ძალები დაუშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარულ გადაადგილებას ხან იუნისის დასავლეთით შემოვლითი ღერძის გავლით", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე