რეზონანსი
(04.12.2023)

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახე წერს თუ როგორ დაყადაღდა მისი უძრავ-მოძრავი ქონება ბიძინა ივანიშვილის პირადი განკარგულებით და როგორ ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად:

"ახლა ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის პირადი განკარგულებით ჩემი უძრავ--მოძრავი ქონება დააყადაღა აღსრულების ბიურომ და ამზადებენ საიდუმლო აუქციონს მის გასაყიდად. როგორც სჩანს პარტიის სანქცირებამ ოლიგარქს ვერ მისცა სასურველი შედეგი. ყველაფერზე დაწვრილებით ხვალ 15 საათზე ბრიფინგი."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე