რეზონანსი
(04.12.2023)

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინასა და პოლონეთს ეწვევა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს კიევში უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცს შეხვდება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც ისაუბრებენ უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ვარშავაში სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის საკითხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე