რეზონანსი
(04.12.2023)

როდესაც ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლებაში ყოფნა, მაშინ ძალიან რთულია ამ მოცემულობაში ისაუბრო მათთან კანონმდებლობის დახვეწაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჩვენ არასდროს გვითქვამს, მაგრამ ხშირად გვესმის, რომ ეს არჩევნები არის ლიტმუსის ტესტი საქართველოსთვის. ვიცით, რომ არჩევნები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არჩევნებს სჭირდება კანონიერი ჩარჩო და ამ ჩარჩოებში მოქცეული პოლიტიკური აქტორების სწორი მოქმედება. ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს. ეს არჩევნებთან დაკავშირებული თემები წინა თვეებშიც იყო აქტუალური. აქტუალური იყო სამუშაო ჯგუფებში, რომლის საფუძველზეც მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდებოდა. ეს ახალი არ არის არცერთი სახელმწიფოსთვის. ყველა ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არჩევნები მნიშვნელოვანია. როდესაც ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლებაში ყოფნა, მაშინ ძალიან რთულია ამ მოცემულობაში ისაუბრო მათთან კანონმდებლობის დახვეწაზე", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე