რეზონანსი
(04.12.2023)

თუკი ოპოზიციას „შავი ფულის" გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვები და ბრალდებები აქვს, მაშინ სწორი გზა არის კანონმდებლობის მოწესრიგება, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„თუ „შავ ფულთან" დაკავშირებული ბრალდებები არსებობს, სწორედ ამას ემსახურება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკავშირდება პარტიების დაფინანსებას. თუკი ასეთი ეჭვები და ბრალდებები აქვთ, მაშინ სწორი გზა არის კანონმდებლობის მოწესრიგება. სწორედ ამას ვთავაზობთ და ეს [მათთვის] მეათეხარისხოვანია, პირველხარისხოვანი კი არის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ხშირად უსაფუძვლოა. ასეთ პირობებში რთულია იპოვო რაღაც ჭეშმარიტება მათ განცხადებებში. ძირითადად ეს არის უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც ემსახურება გაურკვეველ მიზნებს და არაა მიმართული რაღაცის დახვეწაზე საკანონმდებლო გზით, როგორც ეს რეკომენდებულია ვენეციის კომისიის ან ეუთო/ოდირის მიერ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებები შესაძლოა ვეღარ მიიღონ. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის, რომლის თანახმადაც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე