რეზონანსი
(04.12.2023)

  

როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად ნახევარში შეიქმნა? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტია 1საქართველოსთვის! ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: 1ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება“.

მისი თქმით, გახარიას, წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.

„როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ - დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად ნახევარში შეიქმნა? ასეთი „შექმნილი“ ოჯახი მე ერთი ვიცი - კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი - უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. ნუ, პრემიერ-მინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ „არ ვეხები“. დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს „ახლად შეუღლებული“ ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად - ორივე ერთად?“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე