რეზონანსი
(04.12.2023)

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე მგზავრი ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა და მანქანა დაუზიანა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაქსის მძღოლმა მგზავრს ძაღლთან ერთად მგზავრობაზე უარი უთხრა.

ბრალდებული ადგილზევე წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანქანის დაზიანებაზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე