რეზონანსი
(04.12.2023)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ცაგარეიშვილის თქმით, ყველაფერი პარტიის დანაწევრებით დასრულდება.

„ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის დაჯგუფების შიგნით ვფიქრობ თავის პიკს მიუახლოვდა. უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება პარტიის გახლეჩით და დანაწევრებით“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე