რეზონანსი
(04.12.2023)

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიანობამდე გაგრძელდა მოწმეთა გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ინციდენტის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის - საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.

დაჭრის ფაქტზე კი,  ერთი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გასულ ღამეს ზაარბრიუკენის მოედანზე ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციის თანამშრომელი კი, მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ -ერთმა მოქალაქემ პოლიციელს გულ მკერდის არეში 5 მდე ჭრილობა მიაყენა. 

დაკავებულია, სავარაუდო დამნაშავე - 39 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის ჭრილობა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე