რეზონანსი
(03.12.2023)

ეს არის უტიფრობის გამოხატულება, რომელსაც საზღვარი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და უნიფორმებს ეხება.

„თუ სადმე რაიმე დარღვევა არსებობს, ნურავინ გაჩუმდება. პირიქით, ჩვენი სამხედრო უწყების ნებისმიერი ხელმძღვანელი, მინისტრიც, მთავარი ფიგურა იქნება ვინც დაინტერესდება, თუ სადმე რამე გადაცდომა შეიძლება მოხდეს. არ არის ეს ის ქვეყანა და მმართველობა, სადაც რაიმე გადაცდომაზე ჩუმდებიან. ჯარს აქვს შესანიშნავი საკვები", - აცხადებს ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე