რეზონანსი
(03.12.2023)

ლიბანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა, - ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს.

IDF-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები ჯავშანტრანსპორტიორში ისხდნენ, რა დროსაც მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰეზბოლამ" აიღო.

IDF-ის განცხადებით, ისინი ადგილს, საიდანაც "ჰეზბოლას" წევრებმა ცეცხლი გახსნეს, არტილერიის დახმარებით ბომბავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე