რეზონანსი
(03.12.2023)

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მზად უნდა იყოს ცუდი ამბებისთვის უკრაინიდან. როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის: ომები ეტაპობრივად ვითარდება, მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ", - განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიან პერსპექტივისთვის. ომები არსებითად არაპროგნოზირებადია. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი, მაგრამ მოვლენები მოლაპარაკების მაგიდასთან განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტემბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინის მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე