რეზონანსი
(03.12.2023)

ფილიპინებში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. აფეთქება კუნძულ მინდა ნაოზე, საუნივერსიტეტო გიმნაზიაში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ტერაქტის უკან ისლამისტური დაჯგუფებები დგანან.

მინდა ნაოს პროვინცია ფილიპინების სამხრეთით, მალაიზიასა და ინდონეზიის საზღვრებთან მდებარეობს და რამდენიმე ისლამისტური დაჯგუფების მოქმედების არეალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე