რეზონანსი
(03.12.2023)

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა. კაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

დაზარალებულის ოჯახი და ადგილობრივები "მთავარ არხთან" მომხდარის დეტალებს იხსენებენ და რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, 17 წლის ბიჭს დაჭრილის გოგონა უყვარდა, თუმცა მამა წინააღმდეგი იყო.

"ცოტა ნერვიული ახალგაზრდაა. ყველასთან ჩხუბი მოსდის. ამ კაცთან რატომ იჩხუბა არ ვიცი. რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ისაა, რომ ამ ბიჭს გოგო უყვარდა და მამა წინააღმდეგი იყო. თითქოს ამის გამო გაბრაზდა და კაცს თავს დაესხა. როგორც ვიცი, ჯერ დააკავეს და მერე გაუშვეს ბიჭი. სხვა არაფერი არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე