რეზონანსი
(03.12.2023)

მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესსაც, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან ამ პროცესში. ხალხო დაიჯერეთ, ამ ხალხს არ სურს, რომ თქვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები იყოთ. მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ", - აცხადებს ბექა ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე