რეზონანსი
(03.12.2023)

მე არ ვიცი საერთოდ სამუშაო ჯგუფი იმუშავებს თუ არა, მაგრამ რასაც დაარქმევენ სამუშოა ჯგუფს, მე იმ შეხვედრას დავესწრები, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ახლა არანაირი კითხვები არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, სინამდვილეში ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ამ 9 პუნქტს ისეაივე წარმატებით შევასრულებთ, როგორც წინა 12 შევასრულეთ", - აღნიშნა ხვიჩიამ.

საქართველოში ევრო კავშირის სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევრო ინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე