რეზონანსი
(02.12.2023)

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ისრაელთან ტყვეების გაცვლა არ მოხდება, - ამის შესახებ „ჰამასის" წარმომადგენელმა, სალეჰ ალ-არურმა „ალ ჯაზირასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

არურის თქმით, მძევლები, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის" ტყვეობაში არიან, არიან ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები, რომლებიც ადრე ისრაელის ჯარში მსახურობდნენ.

მისივე თქმით, ისინი არ გათავისუფლდებიან, თუ ცეცხლი არ შეწყდება და ამასთან ერთად, ყველა დაკავებული პალესტინელი არ გათავისუფლდება.

„დაე, ომმა თავისი გზით იაროს. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ", - განაცხადა არურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე