რეზონანსი
(02.12.2023)

ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის - ეს მოსალოდნელი იყო წინარე პროცესებიდანაც, რაც პარტიაში საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„კეზერაშვილის როლი ამოიწურება ამ მოცემულობით, რაც მას აქვს. ის ვერ შეასრულებს ვერანაირი სახით დადებით როლს იმისთვის, რომ პარტია გაჯანსაღების კუთხით წაიყვანოს, რადგან ნაცმოძრაობის გაჯანსაღების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. არის სრული ქაოსი და ე.წ. ვირთხების რბოლა. ხალხს კიდევ ერთ მიზეზს აძლევენ გასააზრებლად, რომ ნაცმოძრაობის მხარდაჭერა არ შეიძლება არჩევნებზე", - აღნიშნა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე