რეზონანსი
(02.12.2023)

წალ­კა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუს­თა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო.

ბრალ­დე­ბუ­ლი ვოს­კან ვოს­კა­ნი­ან­მა პრო­ცეს­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. მისი დვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ კაცი ნა­ჯა­ხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქა­ლის­გან თავს იცავ­და. მუხ­რან ღურწკა­ი­ას თქმით, აპი­რებს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს:

"აშ­კა­რაა, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს ქალ­ბა­ტონ­მა თა­ვად და­უ­კავ­შირ­და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს, შეხ­ვდა, ლან­ძღავ­და მას და თან ხელ­ში ჰქონ­და ნა­ჯა­ხი. ცდი­ლობ­და და­ერ­ტყა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის, რა დრო­საც მან წა­არ­თვა ნახი და თა­ვად ჩა­არ­ტყა" - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

"მოკ­ლუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, ეკა­ტე­რი­ნე გუ­ლაშ­ვი­ლის გვა­მი ნა­ნა­ხი იქნა ბრალ­დე­ბულ ვოს­კან ვოს­კა­ნი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ფაქ­ტობ­რი­ვად, ჭიშ­კრის წინ. ქალ­ბა­ტო­ნი იყო მოკ­ლუ­ლი. თა­ვის არე­ში, ნა­ჯა­ხით, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ვი­ნა­ი­დან, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვა­მი ეგდო ვოს­კან ვოს­კა­ნი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხო­ვე­ლებ­მაც მო­ახ­დი­ნეს მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა - გარ­შე­მო შე­მოჭ­მუ­ლი ჰქონ­და ჭრი­ლო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ქე­თე­ვან სო­ნი­ძემ "კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში.

მკვლე­ლო­ბა წალ­კა­ში გუ­შინ მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 53 წლის ეკა გუ­ლაშ­ვი­ლი. მკვლე­ლო­ბას წინ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და. მოკ­ლუ­ლი ქალი დამ­ნა­შა­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ კონ­ფლიქ­ტი მა­მა­კაც­სა და ქალს შო­რის სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 29 ნო­ემ­ბერს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბე­დი­ან­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს, ნა­ჯა­ხით, თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 30 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე