რეზონანსი
(02.12.2023)

ფინანსური რესურსით „ნაცმოძრაობის" გადარჩენა იქნება მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

„რასაკვირველია, ხაბეიშვილის მმართველობასთან შეიძლება პრეტენზია გქონდეს, მაგრამ არც ნაკლებად უზურპირებული იყო მმართველობა პარტიაში, როდესაც მისი თავმჯდომარე სააკაშვილი იყო. ახლაც ვერავინ გაიგო, თავჯდომარეა თუ მანიფესტების ავტორი. ფინანსური რესურსით ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა, რომელიც ისედაც მოედინება მისი მიმართულებით, იქნება მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში დგას", - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქრონიკის" ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. რა მიზნით დაიბარა და რა დავალებებს მიიღებენ ისინი არაფორმალური მმართველისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მძიმე არაულობის ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე კეზერაშვილი აქტიურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე