რეზონანსი
(02.12.2023)

მმართველ გუნდში „ნაციონალურ მოძრაობას" არსებულ შიდა დაპირისპირებას აფასებენ. „ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად დასრულებულია.

„ეს არის, პრაქტიკულად, დაშლილი და ბოროტი ძალა. ენმ-ს შეფასება არის ეს - ახლა იქ მიმდინარეობს პროცესები, რომელიც იურიდიულად გააფორმებს ამ ჩამოქცეულ და ბოროტ ძალას. ეს ყველაფერი ამის მანიშნებელია და ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმნის დამჭედებლად ხაბეიშვილი მიიყვანეს და მან ეს ძალიან კარგად შეასრულა," - აცხადებს ღუდუშაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე