რეზონანსი
(02.12.2023)

შეიკრიბა თანამედროვე შულავერის კომიტეტი და მიიღეს ბოლშევიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს პარტია ჩემს სულთან იმიტომ იყო ახლოს, რომ აქ იყო განსხვავებული აზრის ცვენა და განსხვავებულ აზრს ფასი ჰქონდა. დღეს მოვიდა თავმჯდომარე ისეთი, რომელიც განსხვავებულ აზრს პირდაპირ ეწინააღმდეგება - ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში. მე რომ განცხადება გავაკეთე ხაბეიშვილის გადადგომაზე, ვინაიდან ჩვენ გვინდა ერთობა და ამ ერთობას ვერ აკეთებს ეს ადამიანი", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი დაპირისპირება გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამის პარალელურად, ხაბეიშვილმა ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე