რეზონანსი
(25.11.2023)

იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი" ღაზის სექტორიდან ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელის შეიარაღებული ძალები სახმელეთო ოპერაციებს განაახლებენ. ამის შესახებ Timesofisrael-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, ისრაელი ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასს" ადანაშაულებს, ხოლო „ჰამასი" პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს" შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, ოთხი დღის განმავლობაში „ჰამასი" 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე