რეზონანსი
(25.11.2023)

გვინდა, რომ ჩვენს დამსახურებულ პედაგოგებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მასწავლებლის ხელფასი იყო საშუალოდ 300 ლარი, დღეს კი საშუალოდ 1230 ლარია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„მიუხედავად ამ 300%-იანი ზრდისა, მიგვაჩნია, რომ ხელფასი კიდევ უფრო მკვეთრად უნდა გაიზარდოს და ეს არ უნდა იყოს 100 ლარიანი მატება, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად ზრდიდა ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა სახელფასო პოლიტიკის მიმართულებით, რომ სახელფასო ფორმულა გავხადოთ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი - ვინც მეტს მუშაობს, მან რა თქმა უნდა, მეტი ანაზღაურება აიღოს და რაც მთავარია, გვინდა, რომ პედაგოგები იყვნენ კონცენტრირებულები სწავლის პროცესზე, ბავშვებზე და არ იყვნენ 2-3 სკოლაში გაბნეული" , - აღნიშნა ამილახვარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე