რეზონანსი
(24.11.2023)

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სოციალურ ქსელში, მორიგ წერილს ავრცელებს:

გუშინ ვახო სანაიამ ეთერში თქვა, რომ თურმე 2004-2012 წლებში იყო მოდერნიზაცია და არ იყო დემოკრატია და რაც შეეხება 2012 წელს არჩევნებით წასვლას, თურმე ავტორიტარული ლიდერებიც მიდიან არჩევნებით.

ვახო არაა ისე ახალგაზრდა, რომ არ ახსოვდეს. მე წავედი ორჯერ, პირველად 2007-ში და დავბრუნდი უკან არჩევნებით და მეორედ 2013-ში ვადის ამოწურვის შემდეგ.

დამისახელოს ვახომ ერთი ავტორიტარული ლიდერი მსოფლიოში, რომელიც ერთხელ კი არა მარტო, არამედ 2-ჯერ წავიდა თავისი ნებით.

ასევე იქნებ ისიც გაიხსენოს, რომ 2012 წელს კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რათა ივანიშვილს შესძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა.

ნუ ამკვიდრებთ ყალბ სტერეოტიპებს!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე