რეზონანსი
(24.11.2023)

„მთავარი არხი" რჩება ვითომ თავის პრინციპებზე, ანუ „ნაცად", „ფორმულა" - კიდევ უფრო „ნაცად", ხოლო „ტვ პირველი" ცდილობს, ე.წ. შუას პლატფორმა გახდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორ არის დაყოფილი „ნაციონალების" სატელევიზიო სივრცე: „მთავარი არხი" რჩება ვითომ თავის პრინციპებზე, „ნაცად", „ფორმულა" - კიდევ უფრო „ნაცად", ხოლო „ტვ პირველი" ცდილობს, ე.წ. შუას პლატფორმა გახდეს. ამიტომ მეკითხება „ტვ პირველის" ჟურნალისტი შუასთან დაკავშირებით, ეს ხომ შემთხვევითი არაა. „ტვ პირველი" ცდილობს, გააპიაროს ე.წ. შუა, ოღონდ „ნაცი", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე