რეზონანსი
(24.11.2023)

„ნაცმოძრაობის" მიერ წარმოდგენილი მანიფესტით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, პარტიაში რაიმე ძალთა კონსოლიდაცია მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მიზნები მთლიანად აცდენილია ქვეყნის ინტერესებთან, საზოგადოების მისწრაფებებთან.

„ნაცმოძრაობის" მიერ წარმოდგენილი მანიფესტი, თავისი შინაარსით, კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ ძალიან შორს არის არსებული რეალობებიდან. ეს არის წარსული ხელისუფლების ძველი სახეების მიერ ისევ თავის პოლიტიკაზე ორიენტირებული განაცხადი, რომელსაც, წესით, მობილიზება და კონსოლიდირება უნდა გაეკეთებინა „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, მაგრამ დავინახეთ, რომ ახალი დაპირისპირების, განხეთქილების კიდევ ერთი მიმართულება გახდა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პარტიაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რაიმე ძალთა კონსოლიდაცია მოხდეს.

„ნაციონალური მოძრაობის" მიზნები მთლიანად აცდენილია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, საზოგადოების მისწრაფებებთან. ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ და ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, რათა მაქსიმალურად გადაინაწილონ შიდაპარტიული შესაძლებლობები, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ მოიპოვონ ადგილი, ასევე შიდაპარტიული თანამდებობები მოიპოვონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან დღითიდღე იკლებს მათი მხარდაჭერა, რაც აისახება, მათ შორის მათი პარტიული ტელევიზიების მიერ დაკვეთილ კვლევებში. „ნაციონალური მოძრაობა" განიცდის დეგრადაციას, ეს არის უფსკრულისკენ მიმავალი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ნარჩენებიც ერთმანეთთან დაპირისპირებით საბოლოოდ დაშლიან ამ პოლიტიკურ სუბიექტს. საზოგადოება ჯანსაღად უყურებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აბსოლუტურად სწორ დასკვნებს აკეთებს ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთმანეთის მიყოლებით თერთმეტი არჩევნები წმინდად წააგო „ქართულ ოცნებასთან" და 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი საბოლოო განაჩენს გამოუტანს ამ პოლიტიკურ სუბიექტს. შესაძლოა, მათ ხუთპროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახონ", - განაცხადა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე